მეორე დღის რეფლექსია

 საინტერესოდ  წარიმართა  მეორე  დღეც.  პირველ  რიგში      გავიხსენეთ  წინა  დღის  მასალა,  თვალი  გადავავლეთ  .ოცდამეერთე  საუკუნის  უნარ-ჩვევებს.  ვისაუბრეთ  პროექტებით  სწავლების  ღირებულებებზე  და  გავაკეთეთ პროექტების  მონახაზი.
გავეცანით  პროექტის  მოთხოვნებს,  მის  მახასიათებლებს.  განვიხილეთ  პროექტზე  დაფუძნებული  მოთხოვნები..  გავეცანით  პროექტის  მახასიათებლების  ჩეკლისტს   ვისაუბრეთ  მის  დანიშნულებაზე.  გავეცანით  პროექტის  პორტფოლიოს,  დავათვალიერეთ  ინტელის  საგანმანათლებლო  ვებგვერდზე  გამოქვეყნებული  პროექტები.  გავიაზრეთ  პპროექტის  ეფექტურად  დაგეგმვის  პროცესი.  გავაკეთეთ  საქაღალდეების  იერარქია  შემდგომში  შესასრულებელი  სამუშაოს  ხელშეწყობის  მიზნით. შევარჩიეთ  სასურველი შაბლონი  და  მისი  მეშვეობით  შევქმენით  ბუკლეტები  ჩემთვის  მისაღები  პროექტისათვის.

Комментарии