ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეხუთე დღე საკმაოდ ენერგიულად დავიწყეთ. მოკლედ გავიმეორეთ წინა დღეების მასალები.
ტრენერის ბლოგზე დავათვალიერეთ ინტელის ტრენინგის მასალები - ჩვენი ჯგუფის მიერ დაწერილი რეფლექსიები. მონაწილეებმა ერთმანეთის რეფლექსიაზე გავაკეთეთ კომენტარი. მივეცით რჩევები მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. გავუზიარეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციები, განვიხილეთ სასწავლო პროექტის მეშვეობით სტანდარტების მიღწევის საკითხები, განვიხილეთ საავტორო უფლებების კანომდებლობა და სამართლიანი გამოყენების წესი განათლების სისტემაში. ჩამოვტვირთეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი (მარტვივი), შევავსეთ ტესტი საავტორო უფლებებზე, გავეცნით ინტერნეტრესურსებს, რომელშიც გამოვიყენებთ კვლევაში, კომუნიკაციასა და თანამშრომლობის პროცესში.
ტრენინგის მსვლელობისას დავასრულეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაცია და ავტვირთეთ (ჩავაშენეთ) ბლოგზე.
ამომწურავი რეფლექსიაა, რჩევა მაქვს თქვენთან, ბლოგის სახელწოდება ინგლისური შრიფთით გიწერიათ, ჯობია ქართულით შეცვალოთ.
ОтветитьУдалить