მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის  მეოთხე  დღემაც  საინტერესოდ  ჩაიარა.  პირველ  რიგში  თვალი  გადავავლეთ  წინა  დღეების  სატრენინგო  მასალას;  მოდული  2 ,  აქტივობა  3-ის  ფარგლებში  განვიხილეთ   შეფასების  სხვადასხვა  მეთოდები;  გავეცანით  პროექტზე   დაფუძნებული  სწავლების   შეფასების  ფორმებს;  გავეცანით  როგორც  განმაგავეცავითარებელი,  ისე  განმსაზღვრელიშეფასების  ფორმებს  და  მათ  არსს,  მისი  გამოყენების  მიზანს  როგორც  სწავლების  ხარისხის  მართვის  მექანიზმს.  გავეცანით  დროში  გაწერილ  შეფასების  გეგმას,  დავათვალიერე  დაწყებითი  საფეხურის  სასწავლო  პროექტის  ნიმუში  " წილადები".  გავეცანით  და  განვიხილეტ  ინტელის  საგანმანათლებლო   რესურსი   -  პროექტების  შეფასება  - შესაბამის  ვებგვერდზე.  გავიგეთ  მეტი  შეფასების  მიზნების,  შეფასების  ტიპებისა  და  განმავითარებელი  შეფასების  მნიშვნელობის  შესახებ.  შევავსეთ  სასწავლო  პროექტის  გეგმის  შაბლონის  სათანადო  პუნქტები.  გავეცანით  სასწავლო  პროექტის  პორტფოლიოს  პრეხენტაციის  ნიმუშს;   მადლობა  ტრენერს  დღევანდელი  დღისთვის!

Комментарии