ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია

მესამე  დღეც  საინტერესოდ  წარიმართა  და  იყო  საკმაოდ  პროდუქტიული;  პირველ  რიგში  თვალი  გადავალეთ  და  გავააქტიურეთ  ტრენინგის  წინა  დრეებში  გავლილი  მასალა;  ვიმუშავეთ  სასწავლო  პროექტის  დაგეგმვაზე; განვსაზღვრეთ  შესაბამისი  სტანდარტები   და  მისაღწევი  შედეგები. შევიმუშავეთ  სასწავლო  მიზნები.  გამოვყავით  როგორც  დავალებაზე  ორიენტირებული,  ისე  სწავლაზე  ორიენტირებული  მიზნები.   გადავხედეთ  ბლუმის  ტაქსონომიას,  ვნახეთ  პრეზენტაცია  ბლუმის  ტაქსონომიაზე  და    მოვახდინეთ  საკვანძო  კითხვების  ფორმულირება.  დავათვალიერეთ  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  სიტყვების  რუბრიკა  ;  გავიაზრეთ  ზოგადი,  თემატური  და  შინაარსობრივი  კითხვების  არსი.   შევავსეთ  სასწავლო  პროექტის  შაბლონის  ნიმუში  და     და  ჩემი  პროექტისათვის  შევადგინე  შემდეგი  სახის  კითხვები:.
  ზოგადი  -   რა  არის  მართვა?
თემატური-  რას  ნიშნავს  ფინანსური  მართვა?
 შინაარსობრივი-  თანხის  დაბანდების  რომელ  ფორმას  გამოიყენებდით ,  ისე  რომ  მოგება  იყოს  ოპტიმალური.

Комментарии

  1. გავეცანი ტრენინგის მე-3 დღის რეფლექსიას, რომელშიც დაწვრილებით არის წარმოდგენილი იმ დღის მუშაობის შეფასება. განსაკუთრებით საინტერესო ამ დღეს იყო,სწორედ, მიმართულების მიმცემ კითხვებზე მუშაობა. ვფიქრობ, რეფლექსიაში წარმოდგენილი კითხვები ზუსტად გამოსახავს პროექტის შინაარს. ზოგადი კითხვა ზუსტად არის ფორმულირებული, რომელიც მოსწავლეებს დააფიქრებს ზოგადად მართვის შესახებ,გამოთქვამენ ვარაუდებს, აღუძრავს ინტერესს.ასევე საინტერესოა თემატური კითხვა, რომელიც უკვე აკონკრეტებს პროექტის შინაარსს.შინაარსობრივი კითხვა თემატური კითხვიდან გამომდინარეობს. თუმცა გირჩევდი, რომ ამ კითხვამდე დასმულიყო ასეთი შინაარსის კითხვა: თანხის დაბანდების რომელ ფორმებს იცნობთ?

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий