ტრენინგის მე-7 დრის რეფლექსია
საინტერესოდ ჩაიარა დღევანდელმა დღემ. თვალი გადავავლეთ წინა დღის მასალას. ვისაუბრეთ შეფასების მეთოდებზე, გავეცანით შეფასების როგორც ანალიტიკურ, ისე ჰოლისტურ სქემებს. გავეცანით შეფასების რუბრიკის ნიმუშებს. დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკების გვერდი; ვისაუბრეთ მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინების აუცილებლობაზე; გავეცანით კითხვებს დიფერენცირებულ სწავლებაზე; შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ; გავეცანით მოდული 6 -ით გათვალისწინებულ მასალას როგორ მოვამზადოთ მასალები მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიძნით; გავეცანით მოსწავლეთა დამხმარე მასალების შექმნის ვარიანტებს, შევქმენით მოსწავლეთა დამხმარე შაბლონი შევინახეთ პროექტის დამხმარე საქაღალდეში. მადლობა ნინოს დღევანდელი საინტერესო და პროდუქტიული დღისთვის!
Комментарии
Отправить комментарий