Сообщения

მე-9 ბოლო დღის რეფლექსია.

 ვისაუბრეთ  პროექტის  მენეჯმენტზე,  გავეცანით  მის  წესებს ;  დავათვალიერეთ  სასწავლო  პროექტის  გეგმის  ჩეკლისტი; პორტფოლიოს  ჩეკლისტი; პორტფოლიოს  შეფასების  რუბრიკა.   თვალი  გადავავლეთ  ჩვენი  პორტფოლიოს  მასალებს,  ჩავასწორეთ,  დავასრულეთ,  საბოლოო  სახე  მივეცით .  ჩვენი  საქაღალდეები  ავტვირთეთ  დისკზე  და  გავხადეთ  საჯარო.  მე  მგონი   საინტერესო  გამოვიდა.  კმაყოფილი  ვარ  ამ  ტრენინგით  უამრავ  საინტერენსო  მასალას  გავეცანი  რასაც  უდაოდ წარმატებით   გამოვიყენებ  ახალი  სასწავლო  პროექტის  დაგეგმვისას.    დიდი  მადლობა  ჩვენს  ტრენერს-  ნინო  კოკილაშვილს  .  დიდი  ძალისხმევით  ცდილობდა  ყველა  საკითხი  საინტერესოდ  მოეტანა  ჩვენამდე.

მასწავლებლის პორტფოლიო

გთხოვთ  დაათვალიეროთ  და  შეაფასოთ  ჩემი  პორტფოლიო

მე-8 დღის რეფლექსია

საინტერესოდ  ჩაიარა  დღევანდელმა  დღემ. პირველ  რიგში  გავეცანით დღის  მიზნებს:  ისტ-ის  სტანდარტი  ესგ-დან ფასილიტაციის  მასალები გავეცანით  ncp.ge  ეროვნული  სასწავლო  გეგმების  პორტალს.  დავათვალიერეთ  მოდული7  "ფასილიტაცია  ტექნოლოგიებით".  გავეცანით  ამ  მოდულის  მთავარ  და  საკვანძო  კითხვებს-  როგორ  გამოვიყენოთ  ტექნოლოგიები   სწავლების  პროცესში ეფექტურად.  გავეცანით  პროექტის  მახასიათებლებს,     ფასილიტაციის  მიზანს    და  ფასილიტაციის  რესურსებს.  ვნახეთ  ფასილიტაციის  ნიმუშები.   შევქმენით  ჩვენი  ფასილიტაციის  ნიმუშები  და  შევინახეთ   ჩვენი  საქაღალდის  სასწავლო  პროექტების  დამხმარეში.      გავეცანით  და  დავრეგისტრირდით  საიტზე:  padlet.com შევქმენით  კედელი  იდეების  გენერირებისთვის.

იდეები ჩემი პროექტისთვის

Изображение

გამოკითხვა

გთხოვთ  შეავსოთ  გამიკითხვის  ფორმა

მე-6 დრის რეფლექსია

გავეცანით  წინა  დღის  მასალებს;  გავეცანით  დღის  მიზნებს;  საწავლო  ნიმუშების   შექმნა მოსწავლეების  სავარაუდო  ნამუსევრების  შექმნა-შეფასება გავეცანით  სასწავლო  პროცედურების  ნიმუშებს  ,  შევქმენით  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომი  და  მოვათავსეთ  პორთფოლიოში.

ტრენინგის მე-7 დრის რეფლექსია

საინტერესოდ  ჩაიარა  დღევანდელმა  დღემ.  თვალი  გადავავლეთ  წინა  დღის  მასალას.    ვისაუბრეთ  შეფასების  მეთოდებზე,  გავეცანით  შეფასების  როგორც  ანალიტიკურ,  ისე  ჰოლისტურ  სქემებს.  გავეცანით  შეფასების  რუბრიკის  ნიმუშებს.  დავათვალიერეთ  შეფასების  რუბრიკების  გვერდი;     ვისაუბრეთ  მოსწავლეთა  საჭიროებების  გათვალისწინების  აუცილებლობაზე;  გავეცანით  კითხვებს  დიფერენცირებულ სწავლებაზე;  შევავსეთ  კითხვარი  დიფერენცირებული  სწავლების  პრაქტიკის  შესახებ;  გავეცანით  მოდული  6 -ით  გათვალისწინებულ  მასალას  როგორ  მოვამზადოთ  მასალები  მოსწავლეთა  წარმატების  ხელშეწყობის  მიძნით;   გავეცანით  მოსწავლეთა  დამხმარე  მასალების  შექმნის  ვარიანტებს,  შევქმენით  მოსწავლეთა  დამხმარე  შაბლონი  შევინახეთ  პროექტის  დამხმარე  საქაღალდეში.    მადლობა  ნინოს  დღევანდელი  საინტერესო  და პროდუქტიული  დღისთვის!